Showing posts with label მწნილი/საწებელა/სოუსი. Show all posts
Showing posts with label მწნილი/საწებელა/სოუსი. Show all posts

სოუსი პესტო


მასალა: 4 ჭიქა ბაზილიკის (შაშკვლავის) ფოთლები, 3 კბილი ნიორი, 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი (უსუნო), 1/4 ჭიქა მოხალული ნიგოზი, 1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი (შეიძლება ჩავანაცვლოთ სულგუნით).
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ ვიდრე არ მივიღებთ ერთიან მასას.
რჩევა: უკეთესია თუ გამოვიყენებთ როდინს, ასე ბაზილიკი უფრო შეინარჩუნებს თავის არომატს. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ 1ს.კ. ლიმნის წვენი.

ბროწეულის სოუსი

მასალა: 3კგ. ბროწეულის მარცვალი, 0,5 ჩ.კ. მარილი.
მომზადება: გარჩეული ბროწეულის მარცვლები ჩავყაროთ დიდ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ავიღოთ ხის დიდი კოვზი და ხის საჭყლეტი (პიურესთვის რასაც ვიყენებთ). დავიწყოთ მარცვლების ჭყლეტვა და თან მორევა, რომ არ მიიწვას. თანდათან დაიწყება წვენის გამოყოფა. ვჭყლიტოთ, ვიდრე ბროწეულის კურკები არ გათეთრდება. ამის შემდეგ მასა გადაგვაქვს საწურზე, რომელსაც ქვეშ უნდა შევუდგათ რაიმე ჯამი ან ქვაბი, რომ წვენი შიგ ჩავიდეს. საწურშიც ისევ ვაგრძელებთ მარცვლების ჭყლეტას და მორევას. შეგვიძლია ჩავიცვათ რეზინის ხელთათმანი და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ხელით. როცა უკვე წვენი მთლიანად გამოიწურება, გადავდებთ საწურს, ხოლო ჯამს (ან ქვაბს), რომელშიც ჩაიწურა წვენი ვდგავთ ისევ ცეცხლზე. ვაგრძელებთ მორევას გამუდმებით, როცა წამოდუღდება ისევ უნდა ვურიოთ, მანამ სანამ წვენი არ დაიწყებს გასქელებას, სითხე კი ნელნელა უნდა აორთქლდეს. იმისათვის რომ მივხვდეთ სოუსი მზად არის უკვე თუ არა, პატარა კოვზით ამოვიღოთ და თეფშზე გავაციოთ. მასა უნდა იყოს არაჟნის სისქის. ამის შემდეგ გამოვრთოთ და დავამატოთ მარილი. სოუსი უნდა გაცივდეს კარგად, შემდეგ გადავიტანოთ ქილებში და შევინახოთ მაცივარში.
ასეთი სოუსი ძალიან უხდება თევზს და ხორცეულს. 3კგ. მარცვლისგან დაახლოებით 1 კილო სოუსი გამოვა

სოუსი ბეშამელი

,,ბეშამელის" მომზადების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. გაგაცნობთ ერთერთ მათგანს.
მასალა: 800-1000მლ. რძე, 150გრ. კარაქი, 80 გრ, ფქვილი, 1 მწიკვი დაფქვილი მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ 100გრ. კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ გამუდმებით ხის კოვზით. პატარა პორციებად ჩავასხათ 300მლ. ცივი რძე და ისევ ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანდათან დავამატოთ დანარჩენი რძეც. მივიყვანოთ სოუსი ადუღებამდე და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. ჩავაგდოთ სოუსში 50გრ. კარაქი, მოვურიოთ და დავახუროთ თავსახური. სოუსის მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი. თუ ფქვილი მაინც შეიკრა და წარმოიქმნა პატარა ბურთულები, მაშინ სოუსი აუცილებლად უნდა გადავწუროთ ბადეში.
რჩევა: რძის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სისქის გვინდა რომ გამოგვივიდეს სოუსი. გაითვალისწინეთ, რომ სოუსი გაცების შემდეგ კიდევ უფრო სქელდება.

ალუბლის სოუსი

მასალა: 0,5 კგ. ალუბალი, 200მლ. ალუბლის წვენი, 2ც. მიხაკი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი, 1ს.კ. შაქარი, 0,5 ს.კ. კარტოფილის ფქვილი.
მომზადება: ალუბალი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკები, გადავიტანოთ საწურზე, რომ დაიწუროს. პატარა ქვაბში ჩავასხათ 200მლ. ალუბლის წვენი,დავამატოთ მიხაკი, დარიჩინი, შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადავწუროთ დოლბანდში. კარტოფილის ფქვილი გავხსნათ მცირე რაოდენობის წყალში და შემდეგ ჩავამატოთ სოუსს. წამოვადუღოთ. ბოლოს, სოუსში ჩავამატოთ ალუბლები, მივიყვანოთ ადუღებამდე, ვხარშოთ რამოდენიმე წუთი, გამოვრთოთ და გავაგრილოთ.
რჩევა: ცხელი ალუბლის სოუსი შეგვიძლია მოვასხათ ნაყინს ან სუფრაზე მივიტანოთ ხორცის კერძებთან ერთად. ცივი ალუბლის სოუსი კი ძალიან უხდება ხაჭოს ნამცხვრებს, ან ხაჭოსგან დამზადებულ ნებისმიერ კერძს.

მწვანე აჯიკა


მასალა: 1კგ. ცხარე მწვანე წიწაკა, 0,5 კგ. მწვანე ბულგარული წიწაკა, 300 გრ. ნიორი,1 დიდი კონა ქინძი, 1 პატარა ჭიქა ქინძის და ზაფრანას სუნელი, ნახევარი ჭიქა ზეთი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ჩავყაროთ ეს მასა ქვაბში, რომელშიც წინასწარ ჩასხმული გვექნება ნახევარი ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ და ვადუღოთ ნახევარი საათი.

წითელი აჯიკა


მასალა: 1კგ. წითელი ბულგარული წიწაკა, 0,5 კგ. ცხარე წითელი წიწაკა, 3-4 თავი ნიორი, 1 პატარა ჭიქა უცხო სუნელი და ზაფრანა, 1 ჭიქა ზეთი.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი გავატაროთ ხორცის მანქანაში და ვადუღოთ 10 წუთი.

რჩევა: უკეთესი იქნება რომ დავუმატოთ 10 აბი დანაყული ასპირინი.
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !