სოუსი ბეშამელი
,,ბეშამელის" მომზადების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. გაგაცნობთ ერთერთ მათგანს.მასალა: 800-1000მლ. რძე, 150გრ. კარაქი, 80 გრ, ფქვილი, 1 მწიკვი დაფქვილი მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ 100გრ. კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ გამუდმებით ხის კოვზით. პატარა პორციებად ჩავასხათ 300მლ. ცივი რძე და ისევ ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანდათან დავამატოთ დანარჩენი რძეც. მივიყვანოთ სოუსი ადუღებამდე და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. ჩავაგდოთ სოუსში 50გრ. კარაქი, მოვურიოთ და დავახუროთ თავსახური. სოუსის მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი. თუ ფქვილი მაინც შეიკრა და წარმოიქმნა პატარა ბურთულები, მაშინ სოუსი აუცილებლად უნდა გადავწუროთ ბადეში.
რჩევა: რძის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სისქის გვინდა რომ გამოგვივიდეს სოუსი. გაითვალისწინეთ, რომ სოუსი გაცების შემდეგ კიდევ უფრო სქელდება.
0 კომენტარი:
Post a Comment