Showing posts with label ბურღულეული. Show all posts
Showing posts with label ბურღულეული. Show all posts

მოხარშული ბრინჯის რულეტი

მასალა: 0.5 კგ. მრგვალი ბრინჯი. 300-400გრ. ნებისმიერი გახეხილი ხილი, 0,5 ჩ. ჭ. შაქარი, შოკოლადი, გახეხილი სიმინდის ბურბუშელა ან ქოქოსის ფანტელი მოსაყრელად.  პერგამენტის ქაღალდი 40X40სმ.
მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ კარგად შაქართან ერთად, ისე რომ წყალი დაიშროს. პერგამენტის ქაღალდზე გადმოვიღოთ ბრინჯი და კარგად გავშალოთ, მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა და დავპრესოთ. გაგრილდება თუ არა, შუაგულში მოვათავსოთ გახეხილი ხილი (წვენი, რომელსაც გამოყოფს ხილი გახეხვის შემდეგ, გადავასხათ) და კალკის დახმარებით გადავახვიოთ რულეტივით. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი, სიმინდის ბურბუშელა, ან ქოქოსის ფანტელი.
რჩევა: სურვილის შემთხვევაში, შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯემიც. ასევე შეიძლება ბოსტნეულიც, როგორც ცოცხალი, ასევე მოხარშული. ამ შემთხვევაში ბრინჯს შაქრის ნაცვლად შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი მარილი. გარედან კი მოვაყაროთ საფანელი. გულსართად გამოდგება ნებისმიერი სალათიც.

შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით

მასალა: 3ც. მოზრდილი სტაფილო, 1ც. ყაბაყი, 1 პატარა ქილა დაკონსერვებული სიმინდი, 1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა, 2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა, 2 თავი საშუალო ზომის ხახვი, 2-3 ს.კ. ნებისმიერი კეტჩუპი (თქვენი გემოვნებით), 2 კბილი ნიორი, 2 ჭიქა გრძელი ბრინჯი, მცენარეული ზეთი შესაწვავად, მარილი, პილპილი.
გასაფორმებლად - ბროკოლი.
მომზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო, ყაბაყი და წიწაკა კი - კუბებად. ხახვი შევწვათ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ყველა ბოსტნეული და მოვშუშოთ 10 წუთი. დავამატოთ კეტჩუპი, ცოტა წყალი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5-7 წუთი. კარგად გარეცხილი ბრინჯი შევწვათ ზეთში, ღრმა ტაფაში. შემდეგ დავასხათ ადუღებული მარილიანი წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. მოხარშული ბრინჯი ავურიოთ ბოსტნეულში. გასაფორმებლად ავიღოთ მოზრდილი ჭიქა ან სხვა ჭურჭელი თქვენი სურვილის მიხედვით, ჩავტენოთ შიგ მზა ბრინჯიანი მასა, დავტკეპნოთ კარგად, დავადოთ ზემოდან თეფში და გადმოვაბრუნოთ. ჭიქა ფრთხილად ავიღოთ, ისე რომ ბრინჯი არ ჩამოიშალოს. გვერდით დავუდოთ მოთუთქული ბროკოლის ღერო, სტაფილოს ნაჭერი და მწვანილი.

წიწიბურის კოტლეტები

მასალა: 2 ჭიქა მოხარშული, გატარებული წიწიბურა, 2 კვერცხი, 2 თავი ხახვი, 1 ც. დიდი სტაფილო, 4 ს.კ. არაჟანი, 2ც. მდნარი ყველი (სამკუთხედები ან ფირფიტები), 2 ს.კ. ფქვილი, მარილი, სანელებლები გემოვნებით, საფანელი. ზეთი შესაწვავად.
მომზადება: გატარებულ წიწიბურას დავამატთ არაჟანი, კვერცხი, მოშუშული ხახვი და სტაფილო, ყველი, ფქვილი, სანელებლები და მარილი. ავურიოთ კარგად და გავაკეთოთ საშუალო ზომის კოტლეტები. ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში.

ბრინჯის სალათა ლორით

მასალა: გრძელი ბრინჯი 1ჩ.ჭ. (ყავისფერი ან ნებისმიერი სხვა ფერის), ლორი 200 გრ., 1 პატარა კოლოფი დაკონსერვებული ბარდა, 2 პატარა ზომის მჟავე კიტრი, 2-3 ღერი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი გემოვნებით. ზეითუნის (ან მზესუმზირის) ზეთი 2 სუფრის კოვზი, სალათის ფოთლები გასაფორმებლად.
მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ ისე რომ არ ჩაიშალოს, გადავავლოთ ცივი წყალი და დავტოვოთ საწურზე რომ კარგად ჩამოიწუროს.მჟავე კიტრი, მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად, ლორი (უმჯობესია შევიძინოთ თხელ ფენებად დაჭრილი) დავჭრათ კუბებად, 2 ფენა დავტოვოთ დაუჭრელი, გასაფორმებლად. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეთი. მზა სალათა გადავიტანოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ ჭურჭელზე. დარჩენილი ლორის თითოეული ფენა გავჭრათ 2 ან 3 ნაწილად და ვარდივით გადავახვიოთ როგორც სურათზეა ნაჩვენები. ამ "ვარდებით" გავაფორმოთ სალათი.
რჩევა: სურვილის შემთხვევაში ზეთი შეგვიძლია შევცვალოთ მაიონეზით. ასევე შეგვიძლია სალათს დავამატოთ წითელი ბულგარული წიწაკა.

ბრინჯის სალათა ქათმის ჩხირებით და ბულგარული წიწაკით

მასალა: ბრინჯი 2-3 ჭ. სურვილის მიხედვით, 1 კოლოფი მაიონეზი, 2-3 ც. კვერცხი, 300გრ. სოკო, 1 პატარა ქილა სიმინდი, ქათმის ჩხირები 1 სეკვრა, ბულგარული წიწაკა 2 ფერის,სუნელები, მარილი, პილპილი, 1 თავი ხახვი, ან ერთი კონა მწვანე ხახვი.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი დავჭრათ. ბრინჯი მოვხარშოთ და გადავწუროთ კარგად. ქათმის ჩხირები შევწვათ და ისე დავჭრათ. სოკოც დავჭრათ და იმავე ტაფაში შევწვათ, რომელშიც შეიწვა ჩხირები და ზეთიანად გადავურიოთ ბრინჯში. ბულგარული წიწაკა, ხახვი და მოხარშული კვერცხის ცილა დავჭრათ. დავამატოთ მარილი, პილპილი, სუნელები და ყველაფერი ერთად ავურიოთ.
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !