ლიქიორი ბეილისი
ვარიანტი 1.მასალა: 1 ქილა შესქელებული რძე, 1 ჩ.კ. ხსნადი ყავა, 1 პაკეტი ვანილი, 1ც. კვერცხი, 200 გრ. არაყი (მაღაზიის, უსუნო), შეიძლება სამედიცინო სპირტიც, გაზავებული წყალთან 1:1-ზე.
მომზადება: ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად, გავაჩეროთ მაცივარში 3 საათი და შემდეგ მივირთვათ.
ვარიანტი 2.
მასალა: 1 ქილა შესქელებული რძე, 100 გრ. შავი შოკოლადი, ნაღები 300 მლ. არაყი 500 მლ. 1 პაკეტი ვანილი.
მომზადება: წყლის ორთქლზე დავადნოთ შოკოლადი და ნაღები. როცა გაგრილდება, დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, ავთქვიფოთ ბლენდერში, 2-3 საათით გავაჩეროთ მაცივარში და მივირთვათ.
0 კომენტარი:
Post a Comment