ქათმის და სოკოს ბურთულები

მასალა: 400გრ. ქათმის ფილე, 1 თავი ხახვი, 150 გრ. ქამა სოკო, 2 ჩაის ჭიქა რძე, 3 ს. კ. ფქვილი, 100გრ. კარაქი, 3 ც. კვერცხი, 1 ჩ.კ. ხარჩოს სუნელი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება: ქამა სოკო მოვშუშოთ და გავატაროთ მსხვილბადიან ხორცსაკეპში. ქათმის ფილეც გავატაროთ. რძე , ფქვილი და კარაქი ვადუღოთ შესქელებამდე, შემდეგ გავაციოთ და სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხის გულები. დავუმატოთ ხარჩოს სუნელი, პილპილი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, ქათმის ფარში და გატარებული სოკო. ყველაფერი კარგად ავზილოთ. გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები, ამოვავლოთ ჯერ პურის ფქვილში, შემდეგ დარჩენილი კვერცხების ცილაში და დიდი რაოდენობის მდუღარე ზეთში შევწვათ.
პურის ფქვილის ნაცვლად შეგვიძლია საფანელიც გამოვიყენოთ.
0 კომენტარი:
Post a Comment