ნიგვზის ბურთულები


მასალა: ნიგოზი 150 გრ, შაქრის პუდრა 150 გრ. შაქრის ფხვნილი ამოსავლებად,1 ცალი კვერცხის ცილა, შოკოლადი 150 გრ.
მომზადება: ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავაყაროთ შაქრის პუდრა და ავურიოთ კვერცხის ცილაში მიღებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები. ცხელი წყლის აბაზანაზე დავადნოთ შოკოლადი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვავლოთ თითოეული ნიგვზის ბურთულა შოკოლადში, მაშინვე შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ პერგამენტგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე. შევდგათ დაბალ ცეცხლზე, გახურებულ გაზქურაში 10 წუთით და შემდეგ გამოვიღოთ.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !