ბადისებური ბლინები


მასალა ცომისათვის:
ვარიანტი 1. 250მლ. რძისა და წყლის ნარევი 1:1-ზე, 150 გრ. ფქვილი, 2 კვერცხი, მარილი, 2-3 ს.კ. ზეთი.
ვარიანტი 2: 6 კვერცხი, 5 ჩ.ჭ. წყალი, 3 ჭ. ფქვილი, 2 ს.კ. ზეთი, მარილი 1 ჩ.კ. + სალათის ფოთლები ბლინზე დასაფენად და ნებისმიერი გულსართი გემოვნების მიხედვით.
მომზადება: ყველა ინგრედიენტისგან გავაკეთოთ ერთგვაროვანი მასა, ფქვილი აუცილელად კარგად უნდა გაიხსნას, თუ მაინც დარჩა პატარა ბურთულები, გადავწუროთ ბადეში ან მარლაში. მიღებული თხელი ცომი ჩავასხათ ნებისმიერ ბოთლში, რომელსაც უნდა გავუხვრიტოთ თავსახური. ამ ბოთლიდან მასა ცხელ ტაფაზე დავასხათ ბადესავით და შევწვათ ორივე მხრიდან. გამომცხვარ, გაციებულ ბლინს დავაფინოთ სალათის ფოთოლი, ზედ დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ. გულსართად შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ნებისმიერი სახის შეზავებული ხორცი, ასევე მოშუშული სოკო ხახვით.

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ბლინი გამოდის ძალიან ლამაზი. მაგრამ ბლინი იდეალურად რომ გადავახვიოთ, ამისათვის ეცადეთ რომ სალათის ფოთოლი იყოს ისეთი ზომის რომ ბლინი მთლიანად დაფაროს, ასე უფრო გაადვილდება გადახვევა. გარდა ამისა, მე დამატებით დამჭირდა კბილის ჩხირების დარჭობა ბლინზე, რომ არ გახსნილიყო.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !