პიცა ქათმით და მაიონეზით
მასალა ცომისათვის: ფქვილი 700გრ. საფუარი 4ჩ.კ. წყალი 400-500მლ. ზეითუნის ზეთი 5 ს.კ. მარილი ნახევარი ჩაის კოვზი, შაქარი 1 მწიკვი.
მასალა გულსართისთვის: 1ც. მოხარშული, ან შემწვარი ქათამი, 3-4 ც. პომიდორი, 2ც. სტაფილო, 1 თავი ხახვი, 50 გრ. კარაქი, 50 გრ. გახეხილი ყველი, 120 გრ. მაიონეზი, 2-3 კბილი ნიორი, 1ც. ტკბილი წიწაკა, კამა, ოხრახუში, პომიდვრის წვენი ან კეტჩუპი.
ამ ინგრედიენტებით გამოდის, 3-4 ცალი საშუალო ზომის პიცა.
ცომის მომზადება: ფქვილი გავცრათ და დავამატოთ საფუარი, მარილი,შაქარი. ჩავასხათ წყალი, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოვზილოთ. მოზელილი ცომი ჩავდოთ ზეითუნის ზეთწასმულ ჯამში. გადავაფაროთ და დაახლოებით 1 საათი მაინც დავტოვოთ თბილ ადგილას. როცა ცომი ამოვა, კარგად ჩავზილოთ 2-3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად და გავაბრტყელოთ სასურველ ზომაზე. გადავუსვათ კეტჩუპი. დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოვდაღოთ კარაქში და ისე დავდოთ ცომზე. ქათამს მოვაშოროთ ძვლები, დავჭრათ წვრილად და დავალაგოთ პიცაზე, ზემოდან მოვაწყოთ პომიდვრის და წიწაკის ნაჭრები. დაჭრილი, ან დანაყული ნიორი გავურიოთ მაიონეზს და ისე გადავუსვათ პიცას, ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ნამდვილი პიცა მაღალ ტემპერატურაზე მზადდება, ამიტომ ღუმელი დავაყენოთ მაღალ ტემპერატურაზე და გამოვაცხოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მზა პიცა გავაფორმოთ მწვანილებით.
სურვულისამებრ პიცას შეგვიძლია დავამატოთ ზეთისხილი და შებოლილი ძეხვის ნაჭრები.
როდის უნდა გაკეთო?
ReplyDelete