სოკო ლიმნის საკაზმით
მასალა: საშუალო ზომის სოკო შამპინიონი 20 ცალი, 1 თავი ხახვი, 1ს.კ. ლიმნის წვენი, 2-3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, ოხრახუში, პილპილი,მარილი გემოვნებით
მომზადება: სოკო გარეცხეთ და დაანაწევრეთ. ქუდები მოათავსეთ ტაფაში ცოტა წყალთან ერთად და ხარშეთ 10-15 წუთი. წყალი გადაღვარეთ. სანამ სოკო გაშრება, მოამზადეთ საკაზმი. დარჩენილი სოკო დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში ხახვთან ერთად. მოასხით ლიმნის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში. მიღებული ნაზავით ამოავსეთ სოკოს ქუდები. დააწყვეთ ზეთწასმულ ტაფაზე და შედგით წინასწარ გაცხელებულ, გამორთულ ღუმელში 15-20 წუთი.
0 კომენტარი:
Post a Comment