ისპანახის ღვეზელი ყველით

მომზადება: ისპანახი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და ოდნავ მოვთუთქოთ წყალში, გადავწუროთ საწურზე და როცა გაგრილდება კიდევ ხელით გავწუროთ, წვრილად დავჭრათ, დავამატოთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი, გახეხილი ყველი, პილპილი, მარილი და ავურიოთ კარგად. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ 0,5სმ, სისქეზე, მივცეთ მართკუთხა ფორმა და დავჭრათ 4-5 სმ, სისქის ზოლებად. ამ ზოლებზე, მთელ სიგრძეზე დავდოთ ისპანახის გულსართი და მოვუკრათ პირი. თან ხელი მივაშველოთ რომ გულსართი მთლიანად შიგნით ჩავტენოთ. გამოგვივა 5 "მილი" რომლებიც უნდა გადავაბათ ერთმანეთს. თუნუქის ფუცელზე დავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტი და მილისებური ცომი დავაწყოთ სპირალურად, წრიულად, როგორც სურათზეა ნაჩვენები. სპირალურ ღვეზელს თავზე წავუსვათ 1 ც. ათქვეფილი კვერცხის გული, მოვაყაროთ სელის მარცვლები და შევდოთ უკვე გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.


0 კომენტარი:
Post a Comment