ცომის ჩხირები ყველით და ბეკონით

მომზადება: ბეკონის ჩხირებისთვის ცომი გავაბრტყელოთ მთლიანად, მივცეთ მართკუთხედი ფორმა, გადავუსვათ ძალიან თხლად მაიონეზი, ზედ დავალაგოთ ბეკონის ნაჭრები და დავჭრათ ცომი დაახ. 2-3 სმ, სიგანის ზოლებად, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თითოეული ზოლი გადავგრიხოთ სპირალურად. გამოვაცხოთ, ვიდრე ცომი სასიამოვნო მოყვითალო ფერს არ მიიღებს. ყველიანი ჩხირებისთვის ცომი გავაბრტყელოთ კვადრატულად, ნახევარზე დავყაროთ გახეხილი ყველი, ცომი გადმოვკეცოთ და კიდეები შევაწებოთ ერთმანეთთან ყველი რომ არ გადმოიყაროს. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. დავჭრათ ცომი ზოლებად, გადავგრიხოთ სპირალურად და გამოვაცხოთ.

0 კომენტარი:
Post a Comment