მსხალი შოკოლადში
მასალა: 4ც. დიდი ზომის მაგარი მსხალი, 30გრ. კანგაცლილი თხილი, 100გრ. უცხიმო ხაჭო (დიეტური), 2 ს.კ. თაფლი, 2 კვერცხის გული. სოუსისათვის: 100გრ. შოკოლადი, 2 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ კონიაკი, 2 ს.კ. 30%-იანი ნაღები, პიტნის ფოთლები.მომზადება: ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. მსხლები გარეცხეთ, გააშრეთ სამზრეულოს ხელსახოცით, გაფცქვენით და გაჭერით სიგრძეზე. ამოჭერით კურკები და მსხლის გულიდან ჩაის კოვზით ამოიღეთ რბილობი. ამოჭრილი რბილობი დააბლენდერეთ და გადაწურეთ ზედმეტი წვენი. თხილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. ხაჭო ოდნავ გათქვიფეთ, დაამატეთ თხილი, თაფლი, კვერცხის გულები და მსხლის რბილობი. მიღებული მასით ამოავსეთ მსხლები და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. დააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 20 წუთით. სოუსის მოსამზადებლად, მცირე ზომის ქვაბში დაადნეთ შოკოლადი, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ ნაღები, კონიაკი და ხარშეთ 2-3 წუთი. პიტნის ფოთლები გარეცხეთ და გააშრეთ. მზა მსხლები დაალაგეთ თეფშზე, მოასხით შოკოლადის სოუსი და გააფორმეთ პიტნის ფოთლებით.
0 კომენტარი:
Post a Comment