ხურმის მუსი შოკოლადით
მასალა: 4ც. მწიფე ხურმა, 20გრ. პიტნის ფოთოლი, 1ც. ლიმნის წვენი, 4 ს.კ. შაქარი, 1 ფილა შოკოლადი.მომზადება: ხურმა გავრეცხოთ, მოვაცალოთ ყუნწი და ამოვიღოთ კურკები (თუ აქვს). გადავიტანოთ ბლენდერში, დავამატოთ პიტნა, ლიმნის წვენი, შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ შევდგათ მაცივარში და გავაციოთ. ამასობაში, შოკოლადის ფილა დავადნოთ წყლის აბაზანაზე. შოკოლადი შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის, რომელიც გვირჩევნია, იქნება ეს შავი, რძიანი, თხილით, თუ თეთრი. გაციებული ხურმის მასა ჩავასხათ ლამაზ ჭიქებში (ან როგორ ჭურჭელშიც გვინდა) და ზემოდან მოვასხათ დამდნარი შოკოლადი. მოვათავსოთ ისევ მაცივარში. მივირთვათ ცივი, ვიდრე შოკოლადი დნობას დაიწყებდეს ოთახის ტემპერატურაზე.
0 კომენტარი:
Post a Comment