საშობაო პუდინგი
მასალა:
300 გრამი მოცხარი (წითელი, შავი)
300 გრამი ქიშმიში
100 გრამი კარამელ მოსხმული ალუბალი, დაჭრილი
100 გრამი გარგარის ჩირი, დაჭრილი
50 გრამი სხვადასხვა ციტრუსის კანი, დაქუცმაცებული
3 სუფრის კოვზი ბრენდი
200 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი
მწიკვი დაფქვილი მუსკატის კაკალი
200 გრამი დარბილებული კარაქი
200 გრამი ყავისფერი შაქარი
4 ცალი კვერცხი
50 გრამი ნუში
ნახევარი ჭიქა გარგარის ჯემი
1 სუფრის კოვზი ბადაგი
მომზადება:
ჩაყარეთ ყველა ხილი და ციტრუსის კანი დიდი ჯამში, დაასხით ბრენდი, დააფარეთ თავზე და შეინახეთ ერთი ღამით გრილ ადგილას.
მოამზადეთ წინასწარ 2 ღრმა ფორმა (ჯამის ფორმის), შეგიძიათ შიგ ჩააფინოთ ფოლგა. გაახურეთ ღუმელი 140 გრადუსამდე. (ასევე შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთ ფენად, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ფორმა).
მეორე დიდ ჯამში მოათავსეთ. ფქვილი, მუსკატი, კარაქი, კვერცხები, ნუში, ბადაგი, შაქარი. კარგად აურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ ხილიან მასაში. მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად, თითო ნაწილი მოათავსეთ ცალკე ფორმაში, ზედაპირი მოასწორეთ კოვზით, თავზე გადააკარით ფოლგა და გამოაცხვეთ 3 ან 3 საათნახევრის მანძილზე. პუდინგის მზაობა შეამოწმეთ ცენტრში ხის ჩხირის ჩარჭობით, ამოღებისას არ უნდა ამოყვეს ცომი. მზა პუდინგი გააციეთ და შემდეგ ნახევრები შეაერთეთ თქვენთვის სასურველი კრემის ან გარგარის ჟემის მეშვეობით. მოსართავად შეგიძლიათ თავზე მოასხათ შაქრის გლაზური და დაალაგოთ რომელიმე ხილი (მოცხარი, ალუბალი).
0 კომენტარი:
Post a Comment