ჩრდილოეთის ირმები
მასალა:
10 ცალი დიდი ზომის მარშმელოუ (ზეფირი)
2 ფილა შავი შოკოლადი, წყლის აბაზანაზე, ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში დამდნარი
20 ცალი კრეკერი, სასურველია იყოს დაგრეხილი ნასკვის ფორმის, რქებისათვის
2-3 ნატეხი თეთრი შოკოლადი, წყლის აბაზანაზე ან ორთქლზე დამდნარი
10 ცალი წითელი ფერის M&M ან სხვა რომელიმე მრგვალი ფორმის კანფეტი ცხვირისათვის
10 ცალი ჩხირი, პლასტმასის, ან ხის, რომელზეც უნდა ჩამოვაცვათ ირმის თავები
კბილის ჩხირები
მომზადება:
1. ჩაარჭეთ თითოეულ მარშმელოუში ჩხირი
2. დამდნარ, მაგრამ ოდნავ გაგრილებულ შავ შოკოლადში სათითაოდ ამოავლეთ მარშმელოუ, ისე რომ სულ დაიფაროს შოკოლადით, დააცადეთ, რომ ჩამოიწუროს ზედმეტი შოკოლადი
3. დადეთ 2 ცალი კრეკერი პერგამენტ ან ფოლგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე გვერდიგვერდ, როგორც რქები. ზედ დაადეთ შოკოლადში ამოვლებული მარშმელოუ ჩხირით. ცხვირის ადგილას დადეთ M&M-სის კანფეტი, თეთრი შოკოლადის წვეთებით გაუკეთეთ თვალის წრეები და შავ შოკოლადში ჩარჭობილი კბილის ჩხირით გამოყავით თვალის გუგა,შოკოლადის წერტილის სახით.
ასე გააკეთეთ ათივე ირემი, დატოვეთ 20-30 წუთით რომ შოკოლადი გამაგრდეს. შემდეგ კი მიირთვით გემრიელად!
ასეთი ირმების გაკეთება ძალიან სახალისოა პატარებისათვის, რა თქა უნდა დიდების მეთვალყურეობის ქვეშ.
0 კომენტარი:
Post a Comment