ნამცხვარი ბრაუნი
მასალა: 170გრ. შავი შოკოლადი, 170 გრ. კარაქი, 125 გრ. ფქვილი, 200გრ. შაქარი, 3ც. კვერცხი, 1 ჩ.ჭ დაჭრილი ნიგოზი, ვანილი.მოზადება: შოკოლადი და კარაქი ერთად დავადნოთ წყლის აბაზანაზე, დავამატოთ შაქარი, ავურიოთ. სათითაოდ დავამატოთ კვერცხები და თან ვთქვიფოთ. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება და შაქარიც დადნება დავმატოთ ვანილი და ფქვილი. საცხობ ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტი, წავუსვათ ზედ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. შევდგათ გამოსაცხობად 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-30 წუთი. გამომცხვარი ბრაუნი გამოვიღოთ ღუმლიდან და დავჭრათ სასურველ ფორმებად.
რჩევა: უკვე მზა ნამცხვარს, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ზემოდან მოვასხათ დამდნარი შავი შოკოლადი.
0 კომენტარი:
Post a Comment