ცხელი შოკოლადი პიტნის ექსტრაქტით
მასალა:
1,5 ჭიქა მაღალპროცენტიანი ნაღები (36-40%)
1,5 ჭიქა რძე
1/4 ჭიქა შაქარი
180 გრამი შავი შოკოლადი
1/2 სუფრის კოვზი პიტნის ექსტრაქტი
კრემისათვის:
1 ჭიქა მაღალპროცენტიანი ნაღები
2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
1/4 ჩაის კოვზი პიტნის ექსტრაქტი
მომზადება:
1. საშუალო ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს ნაღები, რძე და შაქარი.
2. დადგით ცეცხლზე და ურიეთ ვიდრე არ დადნება შაქარი.
3. როდესაც ნარევი დაიწყებს ორთქლის გამოყოფას, დაამატეთ შოკოლადი. ოდნავ ათქვიფეთ რომ შოკოლადი დადნეს.
4. დაამატეთ პიტნის ექსტრაქტი.
5. იმ შემთხვევაში, თუ გვინდა რომ ზემოდან მოვრთოთ კრემით, მაშინ, ათქვიფეთ ნაღები, შაქრის პუდრი და პიტნის ექსტრაქტი ერთად, ვიდრე არ გაჩნდება პატარა ბუშტები. კრემი კოვზით დაადეთ ცხელ შოკოლადს და მიირთვით.
6. გასაფორმებლად შეგიძიათ გამოიყენოთ შოკოლადის ნათალი, ნორჩი პიტნის ფოთლები ან კანფეტის ჩხირები.
საინტერესოა ნამდვილად
ReplyDeleteგინდათ გააფორმოთ კრედიტი მაგრამ არ იცით სად გააკეთოთ ეს? განსჯადობა - ეს სერვისია, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენთვის შეარჩიოთ კრედიტირების საუკეთესო პირობები და მიიღოთ სწრაფი კრედიტი ზედმეტი პრობლემების გარეშე.
ReplyDelete