ბანანის პური შოკოლადის ნატეხებით
მასალა:
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ყავისფერი შაქარი (სასურველია)
1 შეკვრა კარაქი (დარბილებული)
2 დიდი კვერცხი (ათქვეფილი)
3 მწიფე ბანანი (დაჭყლეტილი)
2 ჭიქა პურის ფქვილი
1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1 ჩაის კოვზი სოდა
3/4 ჩაის კოვზი მარილი
1/2 ჩაის ჭიქა ვანილის იოგურტი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ან 1 სუფრის კოვზი ვანილი)
1 ჭიქა შოკოლადის ნატეხი (დაქუცმაცებული ან შოკოლადის წვეთები)
1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ან დამტვრეული თხილეული (ნებისმიერი, თქვენი სურვილის მიხედვით)
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 2 ცალ საცხობ ფორმას გადაუსვით ცხიმი (გამოდგება კექსის მართკუთხა ფორმები). თუ გსურთ შეგიძლიათ გამოიყენოთ პერგამენტის ქაღალდიც. საუკეთესოა სილიკონის ფორმები (გამომცხვარ პურს ძალიან ადვილად ამოიღებთ).
2. ცალკე ჯამში ჩაყარეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი (აქვე დაამატეთ ვანილი, ვანილის ექსტრაქტის არქონის შემთხვევაში) და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
3. მეორე ჯამში მოათავსეთ დაჭყლეტილი ბანანები, ყავისფერი შაქარი, კვერცხი, იოგურტი, კარაქი და ვანილის ექსტრაქტი და ასევე კარგად აურიეთ.
4. ეს ყველაფერი გადაიტანეთ მშრალი ინგრედიენტების ჯამში და კარგად ურიეთ ხის კოვზით, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
5. დაამატეთ შოკოლადის ნატეხები, თხილეული და ისევ აურიეთ კარგად.
6. გადაიტანეთ მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმებში. აცხვეთ დაახლოებით 50 წუთი, ან ვიდრე ზედაპირი არ გახდება სასიამოვნო მოყავისფრო ფერის. მზაობა ასევე შეგვიძლია შევამოწმოთ პურის შუაგულში ხის ჩხირის ჩარჭობით. თუ ჩხირი დაუბრკოლებლად ამოიღეთ და მას თან არ ამოჰყვა ცომი, ესე იგი პური უკვე გამომცხვარია. გამოიღეთ და გააციეთ 1 საათის მანძილზე მაინც, ვიდრე დაჭრით.
0 კომენტარი:
Post a Comment