ქათმის კოქტეილი თხილით
მასალა: 300გრ. ქათმის ფილე, 1/2 ჭიქა ნიგოზი, არაქისი ან თხილი, 2ც. ვაშლი, 100გრ. ნიახურის ძირი, 1ც. ლიმნის წვენი, მარილი. სოუსისათვის: 100მლ. ნატურალური იოგურტი, 100მლ. მაიონეზი, 1 სუფრის კოვზი მდოგვი, ნახევარი ლიმნის წვენი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება: სოუსი: იოგურტი და მაიონეზი ავურიოთ ერთად, დავამატოთ მდოგვი და ლიმნის წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ავთქვიფოთ ჩანგლით. ქათმის ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ, წავუსვათ მარილი და შევწვათ გრილზე ან მოვხარშოთ მარილიან წყალში. ვაშლებს ამოვაცალოთ გული, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვასხათ ლიმნის წვენი. ნიგოზი ან არაქისი მოვხალოთ ტაფაზე, გავაცალოთ კანი, დავამტვრიოთ და მოვაპკუროთ ლიმნის წვენი. ნიახურის ძირები დავჭრათ პატარა ნაჭრებად, 2-3 წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ამოვიღოთ გავაშროთ და მოვასხათ ლიმნის წვენი. მომზადებული პროდუქტები ფენაფენა ჩავალაგოთ სანაყინეში ან ფუჟერებში, ზემოდან მოვასხათ სოუსი და ისე მივიტანოთ მაგიდასთან.
რჩევა: გასაფორმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათის ფოთლები და ბროწეულის მარცვლები.
0 კომენტარი:
Post a Comment