კარტოფილის ძეხვები ხაჭოთი
მასალა: 800
გრ. კარტოფილი, 200გრ. ხაჭო, 2ც. კვერცხი, 0,5 ჩ.ჭ. მანანის ბურღული ან
პურის ფქვილი, 30გრ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, მარილი
გემოვნებით, ფქვილი ძეხვების ამოსავლებად, მცენარეული ზეთი. გასაფორმებლად: კამა, მაიონეზი, კეტჩუპი. მომზადება: კარტოფილი
გავრეცხოთ კარგად და მოვხარშოთ კანიანად 20-25 წუთი. ხაჭო დავსრისოთ
საცერზე. კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად და ჩავასხათ ხაჭოს მასაში. აქვე
დავამატოთ კარაქი და მანანის ბურღული. კარგად ავურიოთ. მოხარშული
კარტოფილი გავაგრილოთ, გავფცქვნათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
კარტოფილისა და ხაჭოს მასა გავაერთიანოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული ცომით
გავაკეთოთ პატარა ძეხვები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ კარგად გახურებულ
ზეთიან ტაფაში. ცხელი, მზა ძეხვები დავალაგოთ თეფშზე, გავაფორმოთ კამით,
მაიონეზითა და კეტჩუპით. კერძი სუფრასთან შეგვიძლია მივიტანოთ არაჟანთან
ერთადაც.
რჩევა: თუ გვინდა რომ ძეხვები ხრაშუნა გამოვიდეს, მაშინ ჯერ ამოვავლოთ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და ისე შევწვათ.
0 კომენტარი:
Post a Comment