ხილის სალათი ბროწეულითა და ყურძნით

მასალა: 1/2  ჭიქა ყურძნის მარცვალი, 1/2 ჭიქა პომიდორი ჩერი, 1/4 ჭიქა ბროწეულის მარცვალი, 1 მწიფე ხურმა.
მომზადება: ყურძენი უმჯობესია ავარჩიოთ მსხვილმარცვლიანი. მარცვლებს გავაცალოთ კანი და კურკები. თითოეული მარცვალი გავჭრათ  ოთხად. პომიდვრებიც დავჭრათ მეოთხედებად. ხურმას გავაცალოთ კანი, დავჭრათ კუბებად. ყველა ინგრედიენტი გადავიტანოთ ჯამში, ავურიოთ და მოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !