ხურმისა და ვაშლის სალათი
მასალა: 2ც. ხურმა, 1ც. ვაშლი (უმჯობესია ანტონოვკა), 1 თავი ხახვი, 1ს.კ. ლიმნის წვენი, 1ს.კ. ზეითუნის ზეთი, შაქარი გემოვნებით.მომზადება: ხურმა და ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად (კურკები ამოვაცალოთ ორივეს), ხახვი კი ნახევარწრეებად. ცალკე ჯამში ერთად ავთქვიფოთ ზეითუნის ზეთი, შაქარი და ლიმნის წვენი. დაჭრილი ხურმა, ხახვი და ვაშლი გადავიტანოთ სასალათეში და მოვასხათ ზეთისა და ლიმნისაგან მომზადებული საკმაზი. კარგად ავურიოთ.
0 კომენტარი:
Post a Comment