თბილი სალათი მზესუმზირით
მასალა: 2ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი, 1 პატარა თავი ბროკოლი, 50გრ. ბულგური, 2ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 2ჩ.კ. ძირა, 1ც. წითელი წიწაკა ჩილი, 1ც. ლიმონი, 200გრ. ნუტი (თურქული ბარდა), 4ს.კ. ზეითუნის ზეთი, 6 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი, 3ც. პომიდორი, 50გრ. მზესუმზირის გაფცქვნილი მარცვალი, 150 მლ. არაჟანი 2ს.კ. სოიოს სოუსი, 3 კბილი ნიორი.მომზადება: ბადრიჯანი გავასუფთავოთ და დავჭრათ. თუნუქის ფურცელს მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი და მასზე დავალაგოთ ბადრიჯნის ნაჭრები, რომლებსაც ასევე უნდა გადავუსვათ ზეითუნის ზეთი. გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე და გავაჩეროთ შიგ ბადრიჯნები 10 წუთით. ამასობაში, მდუღარე წყალში 4 წუთის მანძილზე მოვხარშოთ ბროკოლი. მოვამზადოთ ბულგური: დავყაროთ ბულგური ცხელ ტაფაზე და მოვხალოთ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ტაფა მუდმივად ვამოძრავოთ, რომ არ დაგვეწვას ბულგური. შემდეგ ტაფაშივე დავამატოთ 125 მლ. წყალი, დავახუროთ თავზე და გამოვრთოთ ცეცხლი. გავაჩეროთ ასე 15 წუთი და ბოლოს ავურიოთ ჩანგლით. სქელძირიან ტაფაში მოვხალოთ მზესუმზირა, ვურიოთ გამუდმებით ვიდრე არ გაყავისფრდება, შემდეგ მოვასხათ სოიოს სოუსი და გამოვრთოთ. დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და მასში შევწვათ ნუტი 5 წუთის განმავლობაში. ყურადღებით იყავით, რადგან თუ ტაფა ძალიან გაცხელდება, ნუტი შეიძლება ბატიბუტივით გასკდეს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ, დაუწიეთ ცეცხლს. დაუმატეთ ნიორი, ძირა, წიწაკა ჩილი, აურიეთ და კიდევ 2 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. ყველა გამზადებული ინგრედიენტი, ხახვი და მწვანილი გააერთიანეთ ერთ დიდ ჯამში. ცალკე ჭურჭელში აურიეთ არაჟანი და ლიმნის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ წყალი. მოასხით სალათს ეს სოუსი და თბილივე მიიტანეთ სუფრასთან.
0 კომენტარი:
Post a Comment