ყველი მასკარპონე
მასალა: 2 ჭ. სქელი, ცხიმიანი ნაღები (მაღალ პროცენტიანი), 2 ჭ. დაბალი ცხიმიანობის მქონე ნაღები, 2 ს.კ. ლიმნის წვენი.მომზადება: მასკარპონეს მოსამზადებლად დაგვჭირდება სქელძირიანი ქვაბი, რომ არ მიგვეწვას ნაღები. ჩავასხათ ორივენაირი ნაღები ქვაბში და დავაგდგათ დაბალ ცეცხლზე, შეიძლება წყლის აბაზანაზეც. მივიყვანოთ 80 გრადუს ტემპერატურამდე (ამისათვის საჭიროა წყლის თერმომეტრი) და დავამატოთ ლიმნის წვენი (ლიმნის ჩამატება აუცილებელია ზუსტად ამ ტემპერატურაზე). დავიწყოთ მორევა გაუჩერებლად, ეს ხელს შეუწყობს ნაღების გასქელებას. გავაჩეროთ ასეთ ტემპერატურაზე კიდევ 10 წუთი, ისე რომ არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. იმისათვის რომ მივხვდეთ საჭირო კონსისტენციის მასა გამოგვივიდა თუ არა, ჩავყოთ შიგ ხის კოვზი, შემდეგ ამოვიღოთ და ზედ გადავუსვათ თითი, თუ წარმოიქმნა გამოკვეთილი, სწორი ზოლი, ესეიგი მასა მზადაა. მოვათავსოთ გაგრილებული ყველის მასა მაცივარში 24 საათით. მომდევნო დღეს, გავამზადოთ წვრილ ბადიანი საწური, ზედ დავაფინოთ 2 ფენა მარლა და გადავიტანოთ მასკარპონე, ზედმეტი სითხისგან რომ დაიწუროს. საწურიანად ყველი მოვათავსოთ ისევ მაცივარში 24 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ ყველი მზადაა.
0 კომენტარი:
Post a Comment