შოკმანჟე
მასალა: 4ც. კვერცხის ცილა, 150გრ. კარაქი, 100გრ. შავი შოკოლადი, 200გრ. წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1ჭ. შაქრის პუდრა, ვანილი.მომზადება: კარაქი და შოკოლადი გავადნოთ ჯამში, წყლის აბაზანაზე და შემდეგ გადავდოთ გასაგრილებლად. კვერცხის ცილები გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ შაქრის პუდრა, ვანილი და ისევ კარგად ავთქვიფოთ. ამის შემდეგ დავამატოთ შოკოლადისა და კარაქის მასა. ვთქვიფოთ ვიდრე მასა მთლიანად არ გაყავისფრდება, დავამატოთ ნოგოზი და გადავიტანოთ შუშის ჭიქებში. შევდგათ საყინულეში და გავაციოთ. ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი, ან დაჭრილი თხილი, მიწის თხილი, შეგვიძლია დავახეხოთ შოკოლადი, ან დავაყაროთ ქოქოსი. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ზემოდან მოვასხათ მინანქარიც.
0 კომენტარი:
Post a Comment