სალათი ბულგარული წიწაკით
მასალა: 1/4 ჭიქა ძმარი, 1/4 ჭიქა ცივი წყალი, 1ს.კ. მარილი, 2ჩ.კ. შაქარი, ნახევარი თავი ხახვი (წითელი ხახვი), 3ც. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 1ც. კიტრი, 100გრ. ყველი ,,ფეტა", 0.5 ჩ.ჭ. ზეთისხილი, 1/4 ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით.მომზადება: ერთმანეთში ავურიოთ ძმარი, წყალი, მარილი და შაქარი, ვურიოთ ვიდრე მარილი და შაქარი ბოლომდე არ დადნება. შემდეგ ჩავყაროთ შიგ კუბებად დაჭრილი წითელი ხახვი და დავტოვოთ ასე ცოტა ხნით. ამასობაში წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ პატარა კუბებად. დიდ ჯამში მოვათავსოთ ერთ ზომაზე დაჭრილი წიწაკა, კიტრი, ზეთისხილი და ყველი. ამის შემდეგ მარინადში მოთავსებული ხახვი ამოვიღოთ ბადით და დავამატოთ დაჭრილ ბოსტნეულს და ყველს. 1/4 ჭ. მარინადი, რომელშიც მანამდე იყო ხახვი, ჩავასხათ სალათში და ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ყველაფერი კიდევ ერთხელ ავურიოთ კარგად (ვეცადოთ რომ კოვზის გარეშე ავურიოთ, თვითონ ჯამი შევატოკოთ რამოდენიმეჯერ ისე რომ ბოსტნეული ერთმანეთში აირიოს) და მოვათავსოთ სალათი მაცივარში რამოდენიმე საათით, არომატი კარგად რომ გაუჯდეს (სასურველია ჯამს თავზე გადავაკრათ ცელოფანი, მაცივარში ძმრის სუნი რომ არ დადგეს).
0 კომენტარი:
Post a Comment