სტაფილოსა და ანანასის კოქტეილი
მასალა: 1ც. სტაფილო, 60გრ. ანანასი, 200მლ. ანანასის წვენი, 3-4 კუბი ყინული.მომზადება: ბლენდერში მოვათავსოთ ყინული, დავამატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ანანასი. ჩავასხათ 1/3 ანანასის წვენი და ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ. შემდეგ ჩავასხათ დარჩენილი წვენიც, ისევ ავურიოთ და გადავიტანოთ პირდაპირ კოქტეილის ბოკალში.
0 კომენტარი:
Post a Comment