სალათი კარმენი
მასალა: 400გრ. ქათმის ფილე, 1 ჩ.ჭ. ბრინჯი, 4ც. დიდი ბულგარული წიწაკა (ნებისმიერი ფერის), 250გრ. მწვანე კონსერვირებული ბარდა, 20ც. უკურკო ზეთისხილი, 1/2 ჭ. ზეითუნის ზეთი, 1ს.კ. ძმარი (3%-იანი), 1ჩ.კ. მდოგვი, ოხრახუში მოსართავად, მარილი გემოვნებით.მომზადება: ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში. წიწაკა გავრეცხოთ და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. შემდეგ გადავიტანოთ ჯამში, გადავაფაროთ ცელოფანი და ასე დავტოვოთ 10 წუთი. შემდეგ გავჭრათ შუაზე (სურვილის მიხედვით სიგრძეზე ან სიგანეზე), გავაცალოთ თესლები და კანი. ქათმის ფილე მოვხარშოთ მარილიან წყალში, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავტოვოთ თავისივე ბულიონში, ვიდრე არ გაგრილდება. გაციებულ ფილეს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ზეთისხილი კი - წრეებად. საკმაზისათვის ერთმანეთში ავურიოთ ზეთი, მარილი, ძმარი და მდოგვი. ბრინჯი, ზეთისხილი, ბარდა და ხორცი ავურიოთ ერთად და მოვასხათ მანამდე გამზადებული საკმაზი. სუფრასთან მიტანამდე ეს სალათი მოვათავსოთ წიწაკებში და გავაფორმოთ ოხრახუშით.
0 კომენტარი:
Post a Comment