ქათმის ფილე ყველით და პომიდვრით
მასალა: 4 ულუფისათვის საჭიროა 4ც. ქათმის ფილე, 0,5 კგ. პომიდორი (უკეთესია პატარა ზომის პომიდვრები), 2-3 კბილი ნიორი, 5ს.კ. ზეითუნის ზეთი, ან მზესუმზირის ზეთი, 200გრ.მაგარი ყველი, 2 თავი ხახვი, 1 პატარა კონა ან 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 3 ს.კ. არაჟანი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.მომზადება: პომიდორი დავჭრათ მრგვლად, ავურიოთ დაკეპილი ნიორი, მარილი, პილპილი, 2ს.კ. ზეთი, მოვათავსოთ ყალიბში და შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში 10 წუთით. ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ 3 სუფრის კოვზი ზეთი და ამ ზეთშივე შევწვათ. გავხეხოთ ყველი და ავურიოთ დაკეპილ ხახვში, არაჟანსა და რეჰანში. შემწვარ ხორცს გვერდი ჩავუჭრათ, შიგ ჩავტენოთ ყველიანი მასის ნახევარი. შემდეგ ხორცის ნაჭრები ჩავაწყოთ პომიდორში და ზემოდან მოვაყაროთ ყველის მასის დანარჩენი ნაწილი. შევდგათ ისევ ღუმელში და გავაჩეროთ ვიდრე ყველი კარგად არ დადნება.
რჩევა: თუ გვაქვს პომიდორი ჩილი, შეგვიძლია რამოდენიმე დავტოვოთ დაუჭრელი და სუფრასთან მიტანამდე შემოვუწყოთ ხორცს თეფშზე.
0 კომენტარი:
Post a Comment