ერბო-კვერცხი ბულგარულ წიწაკაში

მასალა: 4 კვერცხი, 1 დიდი ზომის ბულგარული წიწაკა, ნებისმიერი ფერის, 4 ნაჭერი ტოსტერის პური, 30გრ. გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი გემოვნებით, მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება: პური შევწვათ ტოსტერში ან ტაფაზე. ბულგარული წიწაკა დავჭრათ 1,5 სმ. სისქის რგოლებად. ტაფა გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი და დავალაგოთ წიწაკის რგოლები, თითოეულ წიწაკაში ჩავახალოთ თითო კვერცხი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი. გავაჩეროთ ტაფაზე დაახ. 3-4 წუთი, როცა კვერცხი უკვე მომზადდება. შეგვიძლია ზემოდან დავადოთ კამის ღერები.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !