შოკოლადის ბლინები

მასალა: 2 კვერცხი, 0.5 ლიტრი რძე, 30გრ. კაკაო, 4 ს.კ. ზეთი, 150-200გრ. ფქვილი, 200გრ. ხაჭო, 50მლ. შესქელებული რძე, 100გრ. თეთრი ქიშმიში (წინასწარ 15 წუთით ჩავალბოთ ცხელ წყალში). მარილი, ვანილი.
მომზადება: კვერცხი, რძე, ფქვილი, მარილი და კაკაო ავთქვიფოთ ერთად, კარგად ავურიოთ და დავამატოთ ზეთი. მიღებული ცომით გამოვაცხოთ ბლინები ზეთწასმულ ცხელ ტაფაზე, ორივე მხრიდან. ხაჭო დავჭყლიტოთ ჩანგლით, ჩავყაროთ ქიშმიში, ვანილი, მოვასხათ შესქელებული რძე და ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ თითოეული ბლინის ცალ კუთხეში და გადავახვიოთ მილივით. ბოლოები დავტოვოთ გულსართის გარეშე და კანფეტივით შევკრათ რომელიმე ციტრუსის კანით, ან შევაწებოთ თაფლით.
რჩევა: ამ ბლინებში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ხილი, ან ჩირი, ან უბრალოდ, ხაჭო შაქრით. ასევე გემრიელი გამოვა, თუ მასში მოვათავსებთ ნაყინს და შევდებთ საყინულეში. მზა ბლინებს შეგვიძლია მოვასხათ შოკოლადი და დავჭრათ რულეტივით.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !