ლავაშის ჩიფსები ყველით

მასალა: 2ც. ლავაში, 200გრ. არაჟანი, 1ც. კვერცხი, სხვადასხვა სუნელი (გემოვნებით), 100გრ. ყველი, 1 კბილი ნიორი, მარილი.
მომზადება: არაჟანი შევურიოთ კვერცხს, მარილს და სუნელებს, დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი. ლავაშს წავუსვათ მიღებული მასა, ზემოდან დავაყაროთ წვრილ სახეხზე გახეხილი ყველი, ძალიან თხელ ფენად. ლავაშები დაჭრათ სხვადასხვა პატარა ფორმებად და დავალაგოთ მშრალ (უცხიმო) თუნუქის ფურცელზე. გამოვაცხოთ ღუმელში 190 გრადუსზე 5-10 წუთის განმავლობაში.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !