მექსიკური ტორტილია
მასალა: 2 ჭიქა სიმინდის ფქვილი, 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი, 150-200გრ, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული სამარხვო მარგარინი, 1,5 ჩ.კ. ზღვის მარილი (თუ არ გვაქვს, ჩვეულებრივი მარილიც შეიძლება), 1 ჭიქა თბილი წყალი, 1/8 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.მომზადება: ორივე სახის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავამატოთ გამაფხვიერებელი, მარგარინი და ხელით დავსრისოთ ისე, რომ მარგარინი მარცვლებად იქცეს და ფქვილს შეერიოს. ზღვის მარილი გავურიოთ წყალში, ჩავასხათ ფქვილის მასაში ნელნელა და მოვზილოთ მაგარი ცომი, ვზილოთ დაახ. 3-4 წუთის განმავლობაში. დავაფაროთ ზემოდან და 20 წუთით დავტოვოთ ასე. შემდეგ ცომი დავყოთ ბურთულებად და თითოეული გავაბრტყელოთ ძალიან თხლად. მშრალი ტაფა გავაცხელოთ კარგად, ზედ დავდოთ გაბრტყელებული ცომის ფენა და გამოვაცხოთ, როგორც კი ბუშტუკები გაუჩნდება და გათეთრდება ცომი გადავაბრუნოთ და მეორე მხრიდანაც შევწვათ. მზა ტორტილია შევფუთოთ სუფთა ჩაის ტილოში და ასე შევინახოთ. გულში შეგვიძლია ჩავდოთ ნებისმიერი, ჩვენი საყვარელი პროდუქტი და ისე მივირთვათ (განსაკუთრებით უხდება ყველი, ძეხვეული, ბოსტნეული, სოუსები, მაიონეზი და ა.შ.)
0 კომენტარი:
Post a Comment