ხორცის მობრაწულა მაკარონით

მასალა: 250გრ. რბილი ძროხის ხორცი, 250გრ. რბილი ღორის ხორცი, 1ც. კვერცხი, 100გრ. მაგარი ყველი, 150 გრ. გრძელი მაკარონი, 1 თავი ხახვი, კამა, ოხრახუში, 75 გრ. საფანელი, 2ს.კ. მაიონეზი, მცენარეული ზეთი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: მთელ-მთელი მაკარონი ავყაროთ მარილიან წყალში და ნახევრად მოვხარშოთ. ორივე სახის ხორცი გავატაროთ. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 50გრ. საფანელი და ავურიოთ. ფარში დავამარილოთ, მოვაყაროთ პილპილი და კარგად ავურიოთ. პერგამენტის ნაჭერს წავუსვათ მცენარეული ზეთი და მოვაყაროთ დარჩენილი საფანელი. პერგამენტზე თანაფარ ფენად გავანაწილოთ ფარში (დაახ. 1 სმ. სისქეზე), მივცეთ სწორკუთხა ფორმა. ფარშის ფენა სიგრძით უნდა უტოლდებოდეს იმ ყალიბის სიგრძეს, რომელშც უნდა გამოვაცხოთ. ხორცის ფენის შუა ნაწილში დავალაგოთ მაკარონი ერთ კონად და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. პერგამენტის გვერდები ავწიოთ და ხორცის ფენა შევაერთოთ რულეტივით. გადავიტანოთ პერგამენტიანად გამოსაცხობ ფორმაში და ზემოდან წავუსვათ ნახევარი პორცია მაიონეზი. მოვათავსოთ წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახ. 35-40 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ, გადავუსვათ დარჩენილი მაიონეზი, დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
რჩევა: მაკარონი ხარშვისას რომ არ დაიმტვრეს, მოვხარშოთ რაიმე მოგრძო ფორმის ჭურჭელში

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !