სამარხვო სალათა მოხრაკული ბოსტნეულით

მასალა: 300გრ. ქამა ან ნებისმიერი სხვა სოკო, 3ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი, 2 წითელი და 2 მწვანე ბულგარული წიწაკა, 1ც. ყაბაყი (ცუკინი), 1 პატარა ქილა ბარდა ან სიმინდი,ხახვი 2 თავი, 1ც. ლიმნის წვენი, სალათის ფოთოლი 1 კონა, რეჰანი 1 კონა, ზეითუნის ზეთი (თუ არ გვაქვს მაშინ მზესუმზირის), მარილი გემოვნებით.
მომზადება: ბოსტნეული, სალათის ფოთლების და რეჰანის გარდა, დავჭრათ სხვადასხვა ზომის ნაჭრებად, ოღონდ ძალიან არ დავაქუცმაცოთ, მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი, მარილი. დაჭრილი ბოსტნეული გავანაწილოთ 2 თუნუქის ფურცელზე: ერთზე ყაბაყი, ბადრიჯანი და სოკო (ისეთი ბოსტნეული, რომელიც უფრო მალე მოითუშება), დანარჩენი კი - მეორეზე. მოვათავსოთ ორივე თუნუქის ფურცელი ღუმელში 230 გრადუსზე, 20-25 წუთით, ვიდრე ბოსტნეული მოყავისფრო ფერს მიიღებს. გამოვიღოთ ბოსტნეული და გავაგრილოთ. შემდეგ გადავიტანოთ სალათის ფურცლებით გაფორმებულ თეფშზე, დავალაგოთ რეჰანის ფოთლები და მოვაპკუროთ ლიმნის წვენი.
რჩევა: თუ არ ვმარხულობთ, მაშინ სალათს დავამატოთ შემწვარი ქათმის ფილეს ნაჭრები

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !