ისპანახის ღვეზელი ყველით

მასალა: 500გრ. ფენოვანი ცომი, 400-500გრ. ისპანახი, 200გრ. მაგარი ყველი, 2ც. კვერცხი,მარილი, პილპილი გემოვნებით. სელის მარცვლები 1ს.კ. გასაფორმებლად
მომზადება: ისპანახი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და ოდნავ მოვთუთქოთ წყალში, გადავწუროთ საწურზე და როცა გაგრილდება კიდევ ხელით გავწუროთ, წვრილად დავჭრათ, დავამატოთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი, გახეხილი ყველი, პილპილი, მარილი და ავურიოთ კარგად. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ 0,5სმ, სისქეზე, მივცეთ მართკუთხა ფორმა და დავჭრათ 4-5 სმ, სისქის ზოლებად. ამ ზოლებზე, მთელ სიგრძეზე დავდოთ ისპანახის გულსართი და მოვუკრათ პირი. თან ხელი მივაშველოთ რომ გულსართი მთლიანად შიგნით ჩავტენოთ. გამოგვივა 5 "მილი" რომლებიც უნდა გადავაბათ ერთმანეთს. თუნუქის ფუცელზე დავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტი და მილისებური ცომი დავაწყოთ სპირალურად, წრიულად, როგორც სურათზეა ნაჩვენები. სპირალურ ღვეზელს თავზე წავუსვათ 1 ც. ათქვეფილი კვერცხის გული, მოვაყაროთ სელის მარცვლები და შევდოთ უკვე გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.





0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !