გემრიელი ტომარა

მასალა ბლინებისთვის (დაახ. 20ც): 300გრ. ფქვილი, 3ც. კვერცხი, 2ს.კ. მცენარეული ზეთი, 1ს.კ. კარტოფილის ფქვილი (აუცილებელი არაა, მაგრამ სასურველია ელასტიურობისთვის), 0,5 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. სოდა ძმრით, რძე 700-800მლ.
მასალა გულსართისთვის: 500გრ. სოკო შამპინიონი, 2ც. დიდი ზომის ქათმის ფილე, 2 ც. სტაფილო, 1 თავი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, კარაქი შესაწვავად, მწვანე ხახვის ღერები გასაფორმებლად (შესაკრავად)
მომზადება: ბლინების ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთად კარგად, რომ არ დარჩეს ფქვილის ბურთულები. მიღებული თხელი ცომი დავდგათ 20-30 წუთით. თუ ამასობაში გასქელდა, დავამატოთ რძე და ისევ გავათხელოთ. ტაფა გავაცხელოთ კარგად, თუ სათანადოდ არ გაცხელდება, ბლინის გვერდები გამოშრება და დაიმსხვრევა. ტაფას მოვუსვათ ცოტა მცენარეული ზეთი და დავასხათ ცომი, იმდენი რომ თხელი ბლინები გამოვიდეს. კარგად დავატრიალოთ ტაფა ცომი კარგად რომ გაიშალოს მთელ ზედაპირზე. როგორც კი ბლინს გვერდები აეწევა, შეგვიძლია გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს. პირველ გვერდს ვწვავთ დაახ. 15 წამი, მეორეს კი - 5 წამი. ასე შევწვათ ყველა ბლინი, შიგადაშიგ ისევ მოვუსვათ ხოლმე ტაფას ზეთი. შემწვარი ბლინები დავალაგოთ ერთმანეთზე და როცა ყველა ბლინი უკვე მზად იქნება, ზემოდან დავაფაროთ მეორე თეფში, რომ ბლინებმა სითბო და ელასტიურობა შეინარჩუნონ.
გულსართის ინგრედიენტები დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ და ყველაფერი ერთად შევწვათ კარაქში. გულსართი ძალიან ფანტია რომ არ გამოვიდეს, შეგვიძლია უკვე გამზადებულს დავუმატოთ 1 კოვზი არაჟანი ან მაიონეზი.
ტომრების მომზადება: თითოეული ბლინის შუაში დავდოთ 2 ს.კ. გულსართი, ავწიოთ ბლინის კუთხეები და ხინკალივით მოვუკრათ თავი, შემოვახვიოთ მწვანე ხახვის ღერი და შევკრათ. სუფრასთან მივიტანოთ გამზადებისთანავე, რომ არ გაცივდეს.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !