კარტოფილის სოკოები
მასალა: წვრილი კარტოფილი (რაოდენობა თქვენი სურვილით), ზეთი ფრიტიურში შესაწვავად, მარილი გემოვნებით, სალათის ფოთლები გასაფორმებლადმომზადება: წვრილი კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, ოღონდ ზედმეტად არა, თორემ დაიშლება. მოხარშულ და გაციებულ კარტოფილს გამოვუჭრათ სოკოს "ფეხი", როგორც სურათზეა, კანიანი დავტოვოთ მხოლოდ სოკოს "თავი" და შევწვათ სათითაოდ ფრიტიურში, ან ისეთ ღრმა ჭურჭელში, რომელშიც იმდენი ზეთი ჩაეტევა რომ შეწვისას "სოკო" მთლიანად დაიფაროს ზეთში. შემწვარი "სოკოები"დავალაგოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე.
0 კომენტარი:
Post a Comment