ცომის ჩხირები ყველით და ბეკონით

მასალა: 1 გუნდა პურის ცომი (დაახ. 700-800გრ), ან 1 შეკვრა მზა ფენოვანი ცომი, ბეკონი თხლად დაჭრილი 1 შეკვრა (დაახ. 13-14 ნაჭერი), 200-300 გრ. გახეხილი, მაგარი ყველი (მარილიანი). მაიონეზი გემოვნებით, 1 კვერცხის გული ათქვეფილი.
მომზადება: ბეკონის ჩხირებისთვის ცომი გავაბრტყელოთ მთლიანად, მივცეთ მართკუთხედი ფორმა, გადავუსვათ ძალიან თხლად მაიონეზი, ზედ დავალაგოთ ბეკონის ნაჭრები და დავჭრათ ცომი დაახ. 2-3 სმ, სიგანის ზოლებად, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თითოეული ზოლი გადავგრიხოთ სპირალურად. გამოვაცხოთ, ვიდრე ცომი სასიამოვნო მოყვითალო ფერს არ მიიღებს. ყველიანი ჩხირებისთვის ცომი გავაბრტყელოთ კვადრატულად, ნახევარზე დავყაროთ გახეხილი ყველი, ცომი გადმოვკეცოთ და კიდეები შევაწებოთ ერთმანეთთან ყველი რომ არ გადმოიყაროს. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. დავჭრათ ცომი ზოლებად, გადავგრიხოთ სპირალურად და გამოვაცხოთ.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !