მაწვნის გამაგრილებელი სასმელი

მასალა: 2 ჭიქა კეფირი ან მაწონი, 2-3 ჭიქა ცივი წყალი, 1ც. მოზრდილი კიტრი, 3 ღერი ოხრახუში, 1-2 ღერი პიტნა, მარილი გემოვნებით, ყინულის ნატეხები.
მომზადება: კიტრი გავთალოთ და წვრილ სახეხზე გავხეხოთ, 1-2 თხელი ნაჭერი მოვიტოვოთ გასაფორმებლად. მწვანილი დავჭრათ წვრილად, პიტნის ლამაზი ფოთლები შემოვინახოთ. კეფირი ან მაწონი გავხსნათ ცივ წყალში, შევურიოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავთქვიფოთ ბლენდერში. სასმელს დავამატოთ ყინულის ნატეხები და მოვრთოთ კიტრის ნაჭრებით და პიტნის ფოთლებით.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !