ყველიანი ხორცის რულეტი ფენოვან ცომში

მასალა: 300გრ. ნებისმიერი ხორცის ფარში, 250-300გრ. ფენოვანი ცომი, 70-80გრ. მაგარი ყველი, 1ც. წითელი ბულგარული წიწაკა, 2 კვერცხი, ნახევარ-ნახევარი კონა ოხრახუში, კამა, რეჰანი, 4-5 ღერი ქინძი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი. გასაფორმებლად: სალათის ფოთლები და კამა.
მომზადება: ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, გარეცხილი მწვანილი გავაშროთ და წვრილად დავჭრათ, ბულგარული წიწაკა დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მწვანილი, წიწაკა და ყველი გადავიტანოთ ხორცთან, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და კარგად ავურიოთ. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მასზე მომზადებული ფარში, გადავახვიოთ რულეტივით და დავდოთ თუნუქის ფურცელზე. გამოვაცხოთ ღუმელში 35-40 წუთი 180-200 გრადუსზე. გამოვიღოთ ოდნავ შევაგრილოთ, დავჭრათ დაახ. 1 სმ. სიგანის წრეებად და გადავიტანოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე, ზემოდან დავალაგოთ კამის ღერები. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.
რჩევა: გულსართში, სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ მოშუშული სოკო, ხახვი და დაჭრილი კვერცხი.
მომზადების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება თუ ფარშს წინასწარ მოვშუშავთ ზეთში ხახვთან ერთად.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !