ქათმის ფილე ფორთოხალში

მასალა: 2 ფორთოხალი, 200გრ. ქათმის ფილე, 1/2 თავი ხახვი, 100გრ. შავი ქლიავის ჩირი, 1 პატარა შეკვრა სიმინდის ბურბუშელა, 100გრ. ნიგოზი, 30გრ. არაჟანი, 70გრ. მაიონეზი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ფილე მოვხარშოთ მარილიან წყალში, გავაგრილოთ და წვრილად დავჭრათ. ხახვი გავასუფთავოთ, დავჭრათ და გადავავლოთ მდუღარე წყალი. ასევე დავმდუღროთ ქლიავის ჩირიც. ნიგოზი და სიმინდის ბურბუშელა დავაქუცმაცოთ წვრილად. ფორთოხალს წავაჭრათ თავები, ფრთხილად ამოვიღოთ რბილობი და დავჭრათ კუბებად. გავაერთიანოთ ფილე, ფორთოხლის რბილობი, შავი ქლიავის ჩირი, სიმინდის ბურბუშელა და ნიგოზი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ არაჟანი და მაიონეზი, კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ გულამოღებულ ფორთოხლებში და დავახუროთ წაჭრილი თავები.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !