ბანანი ყველით და პილპილით
მასალა: 4ც. ბანანი, 150-200გრ. მაგარი ყველი, 3-5 ს.კ. საფანელი. კარაქი შესაწვავად, მარილი, პილპილი გემოვნებით.მომზადება: ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და ავურიოთ საფანელთან ერთად. ბანანი გავფცქვნათ და გავჭრათ სიგრძეზე 3 ნაწილად, ჩავალაგოთ კარაქწასმულ ყალიბში. თითოეულ ფენას წავუსვათ პილპილი, ყველის მასა და მარილი. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში, წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, ვიდრე ოქროსფერი ქერქი გაუჩნდება.
0 კომენტარი:
Post a Comment