ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები
მასალა: 1კგ. კარტოფილი, 1 კვერცხი, 2 ს.კ. კარტოფილის ფქვილი, 1 კონა ოხრახუში, მარილი გემოვნებით, 3-4 ს.კ. საფანელი. მცენარეული ზეთი ფრიტიურისთვის:მომზადება: კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავაგრილოთ გავფცქვნათ და მოვამზადოთ პიურე. ოხრახუში გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. კარტოფილის პიურეში ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ კარტოფილის ფქვილი, ოხრახუში და ავურიოთ. მიღებული მასით გავაკეთოთ დაახ. 10 სმ. სიგრძის ჩხირები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ წინასწარ გაცხელებულ ტაფაში, ვიდრე ოქროსფერ ქერქს გაიკეთებს. ზეთი უნდა იყოს იმდენი, რომ ჩხირები მთლიანად დაიფაროს.
რჩევა: გაფცქვნილი, მოხარშული კარტოფილი შეგვიძლია ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ.
ჩხირები უფრო მსუყე რომ გამოვიდეს, შეგვიძლია პიურეში დავამატოთ მაგარი, გახეხილი ყველი, ან ხახვში ჩაშუშული სოკო.
თუ ცხარე გვიყვარს, საფანელში გავურიოთ დაფქვილი წითელი წიწაკა.
ამ კერძს ძალიან უხდება ასეთი სოუსი: წვრილ სახეხზე გახეხილი ნიორი და მჟავე კიტრი ავურიოთ მაიონეზში.
0 კომენტარი:
Post a Comment