ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი სოკოს გულსართით

მასალა: 4ც. დიდი და მსხვილი ყაბაყი, 1 დიდი თავი ხახვი, 300-400გრ. ახალი ან დაკონსერვებული სოკო. 2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა, 200გრ. მაგარი ყველი, 2ს.კ. საფანელი, 1 ს.კ. კარაქი მოსაპკურებლად, ზეთი შესაწვავად. მაიონეზი სურვილისამებრ.
მომზადება: ყაბაყი გავჭრათ სიგრძეზე 2 ნაწილად, კოვზით ამოვიღოთ გული. თუნუქის ფურცელზე დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და ზედ დავალაგოთ გულამოცლილი ყაბაყები. ჩავდოთ ღუმელში 30-35 წუთით, ცოტა რომ დარბილდეს. შემდეგ გამოვიღოთ და გავაციოთ. მანამდე წვრილად დავჭრათ სოკო, წიწაკები, ხახვი და ზეთში მოვშუშოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მიღებული მასით ამოვავსოთ ყაბაყის ნაჭრები. ზემოდან მოვაყაროთ საფანელში არეული გახეხილი ყველი და მოვაპკუროთ დამდნარი კარაქი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, ზედ დავალაგოთ გამზადებული ყაბაყები და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად 30-40 წუთით.
რჩევა: ორიგინალ რეცეპტში მაიონეზი მითითებული არ არის, მაგრამ მე მაინც გადავუსვი გულსრთს ზემოდან, ვიდრე მოვაყრიდი ყველს, ასე უფრო გემრიელი და ანკლებად მშრალი გამოვიდა. და კიდევ... ყველი სჯობს მოვაყაროთ შედარებით გვიან, ვიდრე საბოლოოდ მომზადდება ყაბაყი, დაახლოებით 5 წუთით ადრე, გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვაყაროთ ყველი და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში. ასე ყველი აღარ გახმება ზედმეტად.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !