ბადრიჯანი პომიდვრითა და ყველით

მასალა: 2 ც. დიდი ზომის ბადრიჯანი, 4-5 ც. პომიდორი, 200გრ. ყველი - სულგუნი სჯობს, რეჰანი, 3-4 კბილი ნიორი, მარილი, დაფქვილი წითელი წიწაკა.
მომზადება: მთლიანი ბადრიჯანი ჩავჭრათ რგოლებად, ისე რომ ბოლომდე არ გავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი. შემდეგ ფრთხილად გავწუროთ, ისე რომ ბადრიჯანი არ გაიხეს და მთლიანობა შეინარჩუნოს. თითოეულ ჩაჭრილ ადგილას წავუსვათ დანაყილი ნიორი, წიწაკა და ჩავტენოთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, ასევე ჩავაწყოთ დაჭრილი პომიდვრის და ყველის თითო ნაჭერი. ჩავდოთ შესაბამისი ზომის ფორმაში, დავაფაროთ ფოლგა და შევწვათ ღუმელში 30-40 წუთი. შემდეგ მოვხსნათ ფოლგა და დავბრაწოთ 10-15 წთ.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !