სალათა პურში

მასალა: პური ოთხკუთხედი ფორმის 1ც. საქონლის ან ქათმის შემწვარი ხორცი 300გრ. (დაჭრილი), წითელი ბულგარული წიწაკა 1ც. კიტრი 1ც. ზეთისხილი 10-15 ცალი, მაიონეზი 1 პაკეტი, მარილი, პილპილი გემოვნებით. 2ც. მოხარშული კვერცხი (უკვერცხოდაც შეიძლება), კამა, ოხრახუში. სურვილისამებრ კარაქი.
მომზადება: პურს მოვაჭრათ თავი და ამოვიღოთ პურის გული, ისე, რომ პური არ დაიშალოს. დანარჩენი ინგრედიენტებით (მწვანილის გარდა), გავაკეთოთ სალათა. გულამოღებული პურის შუაში მოვათავსოთ მთლიანი, მოხარშული კვერცხი, გარშემო დარჩენილი ცარიელი ადგილი შევავსოთ მომზადებული სალათით. შემდეგ დავახუროთ პურს თავი, გარედან წავუსვათ მთლიანად, ყველა გვერდზე მაიონეზი, ან კარაქი (რომელიც გვინდა), და ასევე ყველა მხრიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. პური მოვათავსოთ მაცივარში 1-2 საათით. როცა გამოვიღებთ, დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად.

რჩევა: პურის გულსართად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სალათა, მთავარია რომ სხვადასხვა ფერის ინგრედიენტებით იყოს მომზადებული და მაქსიმალურად აჭრელებული.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !