კარტოფილი ბეკონით
მასალა: 15ც. კარტოფილი, 15ც. ბეკონის თხელი ნაჭერი, 300-400გრ. საქონლის ხორცი, 200გრ. გახეხილი ყველი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, 3-4კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, პილპილი, მარილი, სუნელები გემოვნებით.მომზადება: კარტოფილი მოვხარშოთ, გავჭრათ სიგრძეზე და კოვზით ამოვაცალოთ გული. საქონლის ხორცი დავჭრათ წვრილად (თუ გნებავთ გაატარეთ) და შევწვათ მზაობამდე. დავამატოთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი, ყველი, ნიორი სუნელები, მარილი და პილპილი. მიღებული მასით ამოვავსოთ კარტოფილის გული და ზემოდან დავაფაროთ კარტოფილის მეორე ნახევარი, გარედანაც წავუსვათ მარილი და პილპილი. გამზადებულ კარტოფილს შემოვახვიოთ ბეკონის ნაჭერი, დავდოთ თუნუქის ფურცელზე "ნაკერით" ქვემოთ და შევწვათ ღუმელში. მზა კარტოფილი შეგვიძლია გავაფორმოთ სალათის ფოთლებით.
რჩევა: მარხვის დროს კარტოფილის გულსართად შეგვიძლია გამოვიყენოთ ხახვში მოხრაკული სოკო, ან სხვა ბოსტნეული. შევაზავოთ სამარხვო მაიონეზით. გარედან კი შევკრათ მწვანე ხახვის ღერებით და დამატებით დავამაგროთ ე.წ. "კბილის ჩხირებით".
0 კომენტარი:
Post a Comment