რულეტი ძეხვით

მასალა: 1ც. სომხური ლავაში, 1ც. საექიმო ძეხვი (პატარა), რომელიმე კეტჩუპი (ძალიან უხდება მწვადის კეტჩუპი), ცხარე წიწაკა გემოვნებით.
მომზადება: ლავაში გავშალოთ და წავუსვათ კეტჩუპი (თუ არ გვაქვს, რომელიმე მაიონეზი ან სოუსიც შეიძლება), ზედ დავალაგოთ თხელ წრეებად დაჭრილი ძეხვი. მჭიდრო გადავახვიოთ რულეტივით. ცოტა ხანი გავაჩეროთ და დავჭრათ წრეებად.
რჩევა: სურვილის შემთხვევაში, საექიმო ძეხვის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სხვა ძეხვი (ოღონდ რბილი უნდა იყოს რომ გადახვევაში ხელი არ შეგვიშალოს), ან ბეკონი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი მწვანილი, ბოსტნეული, ხახვი.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !