ქათმის რულეტი
მასალა:400გრ. ქათმის რბილობი, 3ც. ქათმის ფილე, 200გრ. ისპანახი, 2ც. სტაფილო, 200გრ. მწვანე ლობიო (ბარდის მსგავსი), 100მლ. ნაღები, 1ც. კვერცხი, 1/2 ჩ.კ. გახეხილი მუსკატის კაკალი, მარილი, ყველის ჩიპსი გასაფორმებლად.მომზადება: ქათმის რბილობი გავატაროთ 2-ჯერ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ კვერცხი, ავთქვიფოთ ნაღები და ნელნელა ჩავასხათ ფარშში, დავაყაროთ მარილი და მუსკატის კაკალი. სტაფილო და მწვანე ლობიო მოვხარშოთ ცალ-ცალკე და გავაგრილოთ. სტაფილო დავჭრათ წვრილ მართკუთხედ ჩხირებად. ქათმის ფარშის მასა გადავიტანოთ ფოლგაზე და გავაკეთოთ მისგან სწორკუთხა ფენა, ზემოდან ერთმანეთის გვერდზე მონაცვლეობით დავალაგოთ სტაფილოს ჩხირები და მწვანე ლობიოს ღერები, თან ცოტა დავაწვეთ, ისე რომ ფარშში ჩაეფლოს. ფარშის ფენაზე დავაფინოთ ისპანახის ფოთლები და ზედ, შუაგულში გრძივად დავდოთ ქათმის ფილე. ფოლგის დახმარებით მთელი მასა გადავახვიოთ რულეტივით. გამოვაცხოთ ღუმელში 35-40 წუთი 210 გრადუსზე. მზა რულეტი დავჭრათ, გავაფორმოთ ყველის ჩიპსით, როგორც სურათზეა ნაჩვენები და გვერდზე, სურვილისამებრ, მოვასხათ რომელიმე სოუსი.
0 კომენტარი:
Post a Comment